მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაეჯახა და დაზიანებები აქვს”, – ინციდენტი ქუთაისის 30-ე სკოლის პედაგოგსა და მოსწავლეს შორის

“დაეჯახა და დაზიანებები აქვს”, – ინციდენტი ქუთაისის 30-ე სკოლის პედაგოგსა და მოსწავლეს შორის

ინციდენტი ქუთაისის 30-ე სკოლის მოსწავლესა და პედაგოგს შორს.

მესამე კლასელები 26 მაისს, ვარიანში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

ავტობუსში კი ბავშვი გაექანა, პედაგოგს დაეჯახა, რომელმაც დაზიანებები მიიღო. მოსწავლემ თქვა, რომ მასწავლებელი ამის ღირსი იყო.

“ბავშვი არის ჰიპერაქტიური, მასწავლებელს დაეჯახა და ბოდიშის ნაცვლად უთხრა ღირსი ხარო. ახლა როგორც ვიცით მოსწავლის სხვა პარალელურ კლასში გადაშვება უნდათ, მაგრამ  არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. პედაგოგი არაჩვეულებრივი ქალია. ბავშვიც ძალიან ცელქია, რა იქნება არ ვიცით”, – უყვებიან “ინფო იმერეთს” ადგილზე.

კომენტარები