საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ამის შსახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს აშშ-ში ელჩი იანვრის შემდეგ არ ჰყავს, რადგან ყოფილ ელჩს დავით ბაქრაძეს უფლებამოსილება იანვარში ამოეწურა.
დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
კომენტარები