მთავარიახალი ამბებიიმერეთი

დავით კიკნაძემ, რომლის შვილებიც სოციალურ შემწეობებს იღებენ, “ქართულ ოცნებას” 5 000 ლარი შეწირა (დოკუმენტი)

დავით კიკნაძემ, რომლის შვილებიც სოციალურ შემწეობებს იღებენ, “ქართულ ოცნებას” 5 000 ლარი შეწირა (დოკუმენტი)

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით კიკნაძემ, რომლის შვილებიც ბიუჯეტიდან სოციალურ შემწეობებს იღებენ, 2021 წელს “ქართულ ოცნებას” 5 000 ლარი შეწირა.

სოციალურად დაუცველი შვილების მამის ხელფასი 3 410 ლარს შეადგენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ მისი შვილები სოცილაურად დაუცველის თანხას იღებენ, თუმცა ამაში უხერხულობას ვერაფერს ხედავს.

“დიახ, ჩემი შვილები იღებენ სოციალურ დახმარებას. საჯარო მოხელე მე ვარ და არა ჩემი შვილები“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე გუშინ ხმაური იყო.

ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე სცადა გაესაჯაროვებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარაგაულში ფულს სოციალური შემწეობის მიზნით ადგილობრივი მაღალჩინოსნები იღებენ.

თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ამაზე საუბარი დაიწყო, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ის სამუშაო კაბინეტში ჩაკეტეს და ოთახიდან იქამდე არ გამოუშვეს, ვიდრე საკრებულოს სხდომა არ დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები