ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი გედსამანია სტიქიამ დააზარალა.
უხვი ნალექის შედეგად მდინარე უხადურა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
ადიდებულმა მდინარემ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიღო ხიდები და ღობეები.
სტიქიის ზონა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
მათი თქმით, დახოცილია შინაური ცხოველი და ფრინველი, დაზიანებულია ნათესები, ასევე, ადიდებულმა მდინარემ ერთი ავტომობილი წაიღო.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში გადაადგილება შეუძლებელია.
სოფელში ამ დროისთვის მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
კომენტარები