მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – აკაკი ვასაძე

“დაიბადა იმერეთში” – აკაკი ვასაძე

აკაკი ვასაძე – ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა გიორგი ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში.

1921 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა პირველი რესპუბლიკის ჯარში. ასპინძის მე-9 ათასეულის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1921 წლის მარტის ბათუმის ბრძოლაში.

1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“).

1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I-V მოწვევების დეპუტატი.

1923: „მამის მკვლელი“ (გირგოლა–იასაული) რეჟ. ამო ბეკ-ნაზაროვი

1926: „სამანიშვილის დედინაცვალი“ (პლატონ სამანიშვილი) რეჟისორები კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ბერიშვილი

1928: „ქალი ბაზრობიდან“ (ედვინი — ადამსის შვილი მეორე ცოლისგან) რეჟ. გიორგი მაკაროვი

1943: „გიორგი სააკაძე“ (შაჰ-აბასი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი

1955: „მაგდანას ლურჯა“ (მამასახლისი) რეჟისორები თენგიზ აბულაძე, რევაზ (რეზო) ჩხეიძე

1957: „მე ვიტყვი სიმართლეს“ (მელიტონი) რეჟ. ლევან ხოტივარი

1958: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე…“ (ალიხანოვ-ავარსკი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი

1958: „ფატიმა“ (ზაურბეკი) რეჟ. სიკო დოლიძე

1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (პროფესორი) რეჟ. სიკო დოლიძე

1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (მიხა) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი

1961: „უდიპლომო სასიძო“ (პარმენი) რეჟ. ლევან ხოტივარი

1968: „ტარიელ გოლუა“ (დავითი) რეჟ. ლევან ხოტივარი

1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (ფარსმან სპარსი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე

1973: „მთვარის მოტაცება“ (ტარიელ შერვაშიძე) რეჟ. თამაზ მელიავა

1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (გორდეზიანი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე

1978: „დათა თუთაშხია“ (მიქაელი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია

მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, პრემია და პრიზი.

აკაკი ვასაძე 1978 წლის 23 ივლისს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები