მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ჩიტოლია ჩხეიძე

“დაიბადა იმერეთში” – ჩიტოლია ჩხეიძე

ჩიტოლია (ნინო) ჩხეიძე – ქართველი მსახიობი, მომღერალი.

დაიბადა 1905 წლის 23 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ კულაშში. დაამთავრა ზესტაფონის ქალთა გიმნაზია 1924 წელს.

1930 წლიდან თავისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირა ქართულ კინემატოგრაფიას. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე იგი დაუღლავ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა ქართულ კინოხელოვნებაში და გადაღებულია 50-მდე ქართულ მხატვრულ ფილმში.

მის მიერ ეკრანზე შექმნილი სახეებიდან აღსანიშნავია: ეთერი (“უკანასკნელი მასკარადი”), მარინე (“დარიკო”), ნიფადორა (“დაკარგული სამოთხე”), ჩიტოლია (“ჭირვეული მეზობლები”), ჩიტოლია (“აკაკის აკვანი”), დედოფალი (“ჯურღაის ფარი”), აგრაფინა (“ჭრიჭინა”), სეფორე (“ჩვენი ეზო”), ივლიტა (“დათა თუთაშხია”) და სხვა.

1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

გარდაიცვალა 1980 წლის 26 სექტემბერს, 75 წლის ასაკში.

კომენტარები