მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიკარგა 12 ივლისს ბერლინში” – ოჯახი 69 წლის შოთა კაპანაძეს ეძებს

“დაიკარგა 12 ივლისს ბერლინში” – ოჯახი 69 წლის შოთა კაპანაძეს ეძებს

ოჯახი 2 კვირის წინ ბერლინში დაკარგულ შოთა კაპანაძეს ეძებს.

შვილის ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცი 12 ივლისს ბერლინში ჩაფრინდა, უნდა წასულიყო სხვა ქალაქში, მაგრამ ადგილზე არაა მისული.

“დაიკარგა 12 ივლისს. ბერლინში ჩაფრინდა ყველა წესის დაცვით, საბუთებიც წესრიგში ჰქონდა. მაინც დააყოვნეს აეროპორტის გასასვლელში, ჩასვლის მიზეზს აზუსტებდნენ და, ოჯახის წევრებიც დაუკავშირდნენ ამასთან დაკავშირებით! მერე, როგორც შეგვატყობინეს სატელეფონო კავშირით – გავუშვითო, ოღონდ რამდენიმე საათის შემდეგ, სწორი თქვეს თუ არა, ესეც გასარკვევია! უნდა წასულიყო სხვა ქალაქში, მაგრამ ადგილზე არაა მისული! რამდენიმე დღით მიდიოდა და უნდა დაბრუნებულიყო. მას შემდეგ ვეძებთ!

შოთა კაპანაძე, ასაკით 69 წლისაა. ჭაღარა თმით. ეცვა თეთრი პერანგი (“საროჩკა”) წვრილი ზოლებით, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი კლასიკური შარვალი და ახურავს შავი კეპიანი ქუდი. აქვს ლურჯი ადიდასის ზურგჩანთა ყვითელი ზოლებით. მამაა ჩემი, იქნებ ვინმემ დაინახეთ სადმე, ძალიან გთხოვთ, შემატყობინოთ”, – წერს ია კაპანაძე.

კომენტარები