მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დაიხურა თუ არა ტყიბულში ერთადერთი სამშობიარო განყოფილება – კლინიკის დირექტორის კომენტარი

დაიხურა თუ არა ტყიბულში ერთადერთი სამშობიარო განყოფილება – კლინიკის დირექტორის კომენტარი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტყიბულის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილება დაიხურა, კლინიკის დირექტორი არ ადასტურებს.

საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით, სამშობიარო განყოფილება ამ დროისთვის მუშაობს, თუმცა მიმართვიანობა შემცირებულია, რის გამოც მიმდინარეობს მსჯელობა განყოფილების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

“არაფერი დახურულა, განყოფილება მუშაობს ჩვეულებისამებრ. მომართვიანობა ნამდვილად შემცირებულია, ამიტომ მიმდინარეობს მსჯელობა გაგრძელდება თუ არა განყოფილების ფუნქციონირება”, – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი იური ელიაშვილი.

კომენტარები