მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ არის საკმარისი”

“დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ არის საკმარისი”

დამნაშავის იდენტიფიცირება არის სასამართლოს საქმე, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში, რაც არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება და ამას უნდა დაელოდოს ყველა.

“ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად, არის მძიმე პროცესი, მიგრაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, ეკონომიკური სირთულეები, ასეთ ვითარებაში ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე და ამ პრობლემის დაძლევაზე. აქეთ უნდა იყოს ყველას ყურადღება მიმართული. ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ არის საკმარისი. არავის არაფრის ეშინია. გაგახსენებთ 2008 წელს, მგონი, სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. სჯობდა, გორში კი არ გაქცეულიყო მაშინდელი მთავარსარდალი, მაშინ კი არ შეშინებოდა, მანამდე შეშინებოდა. როცა გაიქცნენ წითელი ხიდიდან, მაშინ კი არ უნდა შეშინებოდათ, მანამდე უნდა შეშინებოდათ. ამიტომ შიში არის საჭირო მაშინ, როცა უნდა შეგეშინდეს, და როცა არ უნდა შეგეშინდეს და როცა ხალხს უნდა აჩვენო შენი სითამამე, მაშინ უნდა აჩვენო სითამამე. წინა ხელისუფლება მოქმედებდა პირიქით. ომამდე არ ჰქონდათ შიში და ომის დროს შეეშინდათ. ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით. უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო, თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა შენს ქვეყანაში. ეს შიში არა მარტო გამართლებულია, არამედ არის პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები