ზესტაფონში ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რამაც მრავალკილომეტრიანი საცობი გამოიწვია.
შემთხვევა შოროპანთან მოხდა. შეჯახების შედეგად ორივე მძღოლი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები