მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დანა გულში აქვს ჩარტყმული”, – ხონში მოკლული 34 წლის მწყემსის საქმის დეტალები

“დანა გულში აქვს ჩარტყმული”, – ხონში მოკლული 34 წლის მწყემსის საქმის დეტალები

ხონში, ასხის მთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლული მამაკაცი 34 წლის ნიკოლოზ ფაილოძეა.

როგორც მოკლული კაცის ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდას  დანა გულში აქვს ჩარტყმული.

“ჩემს შვილთან ერთად გაზრდილი ბიჭია, უწესიერესი ადამიანია. დანა გულში აქვს ჩარტყმული. მთელი სოფელი ამ ბიჭს დავტირით, საშინელება მოხდა”,- ამბობს მოკლულის ახლობელი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები