მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დანგრეული “სავანე” და წაშლილი ისტორია

დანგრეული “სავანე” და წაშლილი ისტორია

დანგრეული “სავანე” და წაშლილი ისტორია – ასეთი სურათი დახვდათ დღეს დილით ქუთაისელებს ქალაქის მთავარ ბულვარში.

“სავანეს” ნგრევის პროცესი მძიმე ტექნიკის გამოყენებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პერიმეტრი სამართალდამცველებს სპეციალური ლენტის ჰქონდა შემოსაზღვრული და შესაბამისი სამსახურები სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

“სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ, რომ  კერძო საკუთრების ნგრევა კანონდარღვევით განხორციელდა და იმ დროს, როდესაც საქმე სააპელაციო სასამართლოშია, აღსრულების პოლიციამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იმოქმედა.

კაფე-ბარი “სავანე” მესაკუთრეებმა 1995 წელს, აუქციონზე, სახელმწიფო ქონების სააგენტოდან 10 000 დოლარად შეიძინა. 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი ობიექტი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა.

მერია აცხადებს, რომ იმ ადგილზე, სადაც “სავანეა”,  მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა და ითხოვს თავისუფალ ტერიტორიას, რათა ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყოს.

კომენტარები