მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაპირებული სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა, კვლავ ცდება სამუშაოებისთვის ხელსაყრელი საუკეთესო პერიოდი”

“დაპირებული სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა, კვლავ ცდება სამუშაოებისთვის ხელსაყრელი საუკეთესო პერიოდი”

ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, გელათის ძირითად ტაძარზე დროებითი გადახურვის სამუშაოები, რომელიც მარტში უნდა დაწყებულიყო, დღემდე არ დაწყებულა.

“დაპირებული სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში გელათის ძირითად ტაძარზე უკეთესი დროებითი გადახურვის მოწყობას გულისხმობდა, დღემდე არ დაწყებულა.

კვლავ ცდება გარე ფიზიკური სამუშაოებისთვის ხელსაყრელი საუკეთესო პერიოდი.

ისევ არ არის საჯარო დროებითი გადახურვის პროექტი”, – წერს ბარათაშვილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო, თუმცა არასწორად მოწყობილი გადახურვის გამო მალევე კრიტიკულად დაზიანდა კედლის მხატვრობა.

მოგვიანებით, კედლებზე ჩამოსული წყლისგან ფრესკების დასაცავად გელათის მთავარ ტაძარს თუნუქის დროებითი გადახურვა დაადგეს, რომელმაც არსებული პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა.

გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს გადააბარა.

კომენტარები