მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“დარწმუნებული ვართ, ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან”

“დარწმუნებული ვართ, ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან”

30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს კომენტარშია აღნიშნული.

“ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, – აცხადებენ საელჩოში.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება გუშინ ითხოვა.

კომენტარები