სტიქია იმერეთში – გადაუღებელი წვიმის შედეგად, ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე რიონმა საავტომობილო გზა დატბორა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
წყალმა დატბორა ასევე საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთში. დაზიანდა ავეჯი, განადგურდა ნათესები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
“რაც შეიძლებოდა მეორე სართულზე ავიტანეთ, საშინელი მდგომარეობაა. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ამ ღამეს როგორ გავატარებთ არ ვიცი”, – აცხადებს დაზარალებული.
კომენტარები