მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დატოვე პარლამენტი ქუთაისში” განცხადებას ავრცელებს

“დატოვე პარლამენტი ქუთაისში” განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” განცხადებას ავრცელებს.

მოძრაობის წევრები, ქუთაისელებს მოუწოდებენ, რომ ადგილობრივებმა ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მზად არის, რომ პარლამენეტი ქუთაისში დაბრუნდეს.

მოძრაობის წევრები მიმდინარე კვირაში აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას გეგმავენ.

“ქუთაისელებო, თანამოქალაქელებო, მოგიწოდებთ 2 ოქტომბერის არჩევნებში ხმა მისცეთ იმ პოლიტიკურ ძალას და მერობის მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ქუთაისისათვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მხარს საჯაროდ დაუჭერს. კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ შევურიგდებით ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვას”, – აღნიშნულია მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ქუთაისში 2012 -2018 წლებში ფუნქციონირებდა, 2019 წელს კი “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტი თბილისში დააბრუნა.

კომენტარები