მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“დაჩქარდეს სანქციები, სანამ თავხედ ივანიშვილს და მის ბანდიტებს სისხლის ღვრა და დაჭერები დაუწყიათ”

“დაჩქარდეს სანქციები, სანამ თავხედ ივანიშვილს და მის ბანდიტებს სისხლის ღვრა და დაჭერები დაუწყიათ”

ჩვენი მოთხოვნა და მიმართვა საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი არის ის, რომ დაჩქარდეს სანქციები, რაც შეიძლება სასწრაფოდ, სანამ თავხედ ბიძინა ივანიშვილს და მის ბანდიტებს სისხლის ღვრა და დაჭერები დაუწყიათ, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ ბრიუსელში, ემიგრანტების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ სამშობლო არის ქონება და აუცილებელია ამ ქონების დაყადაღება.

“ემიგრაცია მთლიანად თქვენს გვერდშია და ჩვენი მოთხოვნა და მიმართვა იმ საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი არის ის, რომ დაჩქარდეს სანქციები, რაც შეიძლება სასწრაფოდ, სანამ თავხედ ბიძინა ივანიშვილს და მის ბანდიტებს სისხლის ღვრა და დაჭერები დაუწყიათ, დაუყადაღეთ სამშობლო ანუ ქონება, რადგან მათი სამშობლო ქონებაა, რომელიც გააჩნიათ ევროპაში და ნაყიდი აქვთ ჩვენს ზურგზე ნაშოვნი ფულით“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

ქართველი ემიგრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა “ოცნების“ ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება და განმეორებითი არჩევნების დანიშვნაა.

კომენტარები