მთავარიახალი ამბებისლაიდი

დაცვის მხარე ლექსო რაფავას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

დაცვის მხარე ლექსო რაფავას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას პროცესი გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დააყენებს და გირაოს სახით 100 000-ლარიან შუამდგომლობას დააყენებს. პროცესს ესწრება ბრალდებული პოლიციელიც.

წინა პროცესზე ლექსო რაფავამ განაცხადა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, რადგანაც მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურორის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

პროცესზე ასევე ხობის პოლიციის ყოფილმა უფროსმა აღნიშნა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, რადგანაც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერია.

 

კომენტარები