მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“დაწერეთ განცხადება და წადით, თუ გინდათ, რომ ამ ქალაქში მომავალში ღირსეულად იაროთ”

“დაწერეთ განცხადება და წადით, თუ გინდათ, რომ ამ ქალაქში მომავალში ღირსეულად იაროთ”

გიგა შუშანია ქუთაისის მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. “ნაციონალური მოძრობის” ქუთაისის საკრებულოს წევრი იოსებ ხახალეიშვილს რჩევას აძლევს დაწეროს განცხადება და წავიდეს ქუთაისის მერის თანამდებობიდან, თუ უნდა, რომ ქალაქში მომავალში ღირსეულად იაროს.

“დაწერეთ განცხადება და წადით, თორემ შეიძლება ერთი სატელეფონო ზარით ისე გაგიშვან,  თქვენი წინამორბედის გიორგი ჭიღვარიასგან განსხვავებით დასამშვიდობებელი facebook პოსტის დაწერის უფლებაც კი არ მოგცენ. დამიჯერეთ, ეს არის რჩევა, რომელიც შემიძლია გულწრფელად მოგცეთ, თუ გინდათ, რომ ამ ქალაქში მომავალში ღირსეულად იაროთ”, – მიმართა გიგა შუშანიამ ქუთაისის მერს.

ქუთაისის მერი დღეს საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგა.

კომენტარები