ქუთაისში, სამედიცინო ცენტრმა “აილაინმა” სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს უმასპინძლა.
კლინიკამ “ქალთა კლუბის” პრეზიდენტ მაკა ხეცურიანთან ერთად, ღვაწლმოსილ მედიკოსებს – მანანა ბრეგაძეს და მაგული ჩხობაძეს პროფესიული საქმიანობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ასევე, “აილაინმა” “ქუთაისის უნივერსიტეტთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
კლინიკის თანამშრომლებმა დღესვე ღონისძიებაზე მათი სერვისების და ულტრათანამედროვე აპარატურის შესახებ ისაუბრეს და ჟურნალისტებს თვალის უფასო კვლევა ჩაუტარეს.
სამედიცინო ცენტრი “აილაინი” 2016 წლიდან ფუნქციონირებს.
კომენტარები