მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დიდი ნაწილისთვის მიუღებელია ჭიდილი ერთპიროვნული მმართველობისთვის, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება”

“დიდი ნაწილისთვის მიუღებელია ჭიდილი ერთპიროვნული მმართველობისთვის, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება”

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი გოგუაძის განცხადებით, ორი პოლიტიკური ჯგუფის ჭიდილი ერთპიროვნული მმართველობისთვის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.

“ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიდია საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც უნდა კონკრეტული პრობლემა გადაჭრას, ქალაქის გამოწვევებს უპასუხოს, ახალი ტემპი და ენერგია შემოიტანოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იყოს ამბიციურიც და რაციონალობაც არ დაკარგოს.

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია ორი პოლიტიკური ჯგუფის ჭიდილი ერთპიროვნული მმართველობისთვის.

დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება ასეთი ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად”, – წერს გოგუაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები