“ქართული ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე გუშინ პარლამენტთან, რუსული კანონპროექტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება.
“გუშინდელ პოსტებში აღვნიშნავდი, რომ ეს ძლოკვები ახალგაზრდებს იყენებენ მძიმე პროვოკაციის დაგეგმისთვისთქო, ახალგაზრდების მშობლებსაც მივმართე, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც, ახლაც და მომავალშიც მომხრე ვიქნები აგენტების გამოსააშკარავებელი კანონის მიღებაზე, ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა! რატომ? მხოლოდ იმ პატარა გოგო-ბიჭების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომელებსაც დღეს ნაცი ლექტორების შანტაჟით არბენინებდნენ რუსთაველზე! ვთქვი და ვიმეორებ, სიმართლეს ვეტყვით ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას!
რაც შეეხება კანონს, აღნიშნულია, რომ მაქსიმალურად გავაცნობთ საზოგადოებას ამ კანონის მნიშვნელობას, ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდებთან გვექნება შეხვედრები. საქართველოს სჭირდება მსგავსი კანონები, პირველ რიგში იმისთვის, რომ გუშინდელი აღარ გამეორდეს! აქციაზე მყოფი ახალგაზრდები, ნაცებმა, ენჯეოშნიკებმა, ჩვენი ქვეყნის მტრებმა გამოიყენეს, ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ!” – წერს სამხარაძე.
კომენტარები