მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დიხაშხო – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

დიხაშხო – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

დიხაშხო – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი.

მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ-ის სიმაღლეზე, ვანიდან 5 კმ-ის დაშორებით.

სახელწოდება “დიხაშხო” მეგრული წარმოშობისაა და კარგმოსავლიან მიწას ნიშნავს.

ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში გერმანელ მეცნიერთან იოჰან გიულდენშტედტთან.

სოფელში შემორჩენილია სამების ერთნავიანი ეკლესია (ინტერიერში არის მოხატულობა და წარწერა), რომელიც, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, 1721 წელსაა აგებული. იმავე წყაროში ნათქვამია, რომ XIX საუკუნის 20-იან წლებში დიხაშხოში თავად ლორთქიფანიძეების კუთვნილი ხის ორი ეკლესია იდგა, რომელთაგან ერთი 1744 წელს იყო აგებული, მეორე — 1812 წელს.

დიხაშხოს ჭალა მიდამოებში ამოედინება დიხაშხოს გოგირდის გეიზერი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალით, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით. დიხაშხოს გოგირდის გეიზერის სამკურნალო თერმული (თბილი) წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს.

კომენტარები