მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დღეიდან აღარ იშიმშილებს არავინ, თუმცა პროტესტი გაგრძელდება”

“დღეიდან აღარ იშიმშილებს არავინ, თუმცა პროტესტი გაგრძელდება”

შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პროტესტი გრძელდება. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.

“7 თვის თავზე და შიმშილობის 43-ე დღეს, გამოჩნდა სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩაერთო ამ პროცესებში, მოხდა შეხვედრა კომპანიას, სახელმწიფო წარმომადგენელსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის. შევთანხმდით კომისიაზე, რომელიც საბოლოოდ მივა სამართლიან ხელშეკრულებამდე. დღეს მოშიმშილე ადამიანები გადავლენ კლინიკაში და გაივლიან რეაბილიტაციის კურსს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

მათივე თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ დამოკიდებულება მათთან მიმართებით არის რადიკალურად შეცვლილი.

“დღეიდან აღარ იშიმშილებს არავინ, თუმცა პროტესტი გაგრძელდება ისევ უცვლელად იქამდე, სანამ დოკუმენტურად არ გვექნება გარანტია იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნები საფუძვლიანად აღმოიფხვრება და შესრულდება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

შუქრუთელები თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს გადაინაცვლეს.

 

კომენტარები