მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დღეს ბრძოლის ხერხი არის სოლიდარობა, არ გვეშინია პუტინის, მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინას“ (Video)

“დღეს ბრძოლის ხერხი არის სოლიდარობა, არ გვეშინია პუტინის, მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინას“ (Video)

უკრაინაში ომი გრძელდება. მესამე დღეა აგრესორი რუსეთი საქართველოს მეგობარ ქვეყანას ბომბავს. დედაქალაქის მსგავსად, მეგობარი ქალაქის მხარდასაჭერი აქციები ქუთაისშიც მიმდინარეობს.

დღევანდელი მშვიდობიანი აქცია 18:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მეგობარ უკრაინას მხარდაჭერას და სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

“დღეს ბრძოლის ხერხი არის სოლიდარობა, გამოსვლა გარეთ და თქმა იმის, რომ არ გვეშინია პუტინის და მხარში ვუდგავართ ჩვენს მოძმე ერს უკრაინას. ჩვენს სოლიდარობას თვალს ადევნებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც გუშინ ქუჩაში გამოსულ ქართველებს მადლობა გადაუხადა. ამოვიღოთ ხმა და გამოვიდეთ ქუჩაში”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი ნოდარ მელაძე.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქუთაისში სოლიდარობის აქციები ყოველდღიურად იმართება.

კომენტარები