მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დღეს გავიგე, რომ აყვანილი ვარ. დედაჩემო, გროშებად როგორ გამყიდე?!”- 23 წლის კაცმა შეიტყო, რომ ბიოლოგიურმა დედამ ჩვილობისას გაყიდა

“დღეს გავიგე, რომ აყვანილი ვარ. დედაჩემო, გროშებად როგორ გამყიდე?!”- 23 წლის კაცმა შეიტყო, რომ ბიოლოგიურმა დედამ ჩვილობისას გაყიდა

“დედაჩემო, შენი შვილი რომელიც გროშებად გაყიდე 23 წლის ხდება ძალიან მალე,”-ამ სიტყვებით მიმართავს 23 წლის ახალგაზრდა ბიოლოგიურ დედას, რომლის ვინაობის შესახებაც ინფორმაცია არ აქვს.

ახალგაზრდა კაცმა ჯგუფ “ვეძებ”-ში ე.წ პოსტი განათავსა, სადაც განაცხადა, რომ დღეს შეიტყო, რომ ის გაშვილებულია და ბიოლოგიურმა დედამ ფულის სანაცვლოდ გაასხვისა.

“დღეს გავიგე შენს შესახებ. მხოლოდ ერთს გკითხავ,ჩემში ფული როგორ აიღე? უბრალოდ მოგეშორებინე, ნაგავსაყრელზე დაგეტოვებინე, სადმე ჩაგებარებინე, თუნდაც სულ უსასყიდლოდ გაგეშვილებინე. მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, 23 წლის თავმოყვარე ბიჭს, რომელსაც დღეს ცხოვრება ამოუტრიალდა დედაჩემო ფულზე როგორ გამყიდე და იმ ფულით ჩემ და-ძმებს საჭმელი როგორ უყიდე? არც მძულხარ, არც მეზიზღები, არაფერს განვიცდი შენს მიმართ. არც ვიცი ვინ ხარ და არც მაინტერესებს, ჩემში ფული როგორ აიღე?”- წერს ახალგაზრდა მამაკაცი ჯგუფში “ვეძებ”.

 

 

კომენტარები