მთავარიახალი ამბებიქუთაისი

დღეს სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება

3 დეკემბერს ქუთაისის მერიასთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ადვოკატ ვალერი თევდორაძის განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტს სპეციალური დაცვის სამსახურის წევრისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს წარმოადგენს და ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზაალ კუხიანიძე 3 დეკემბერს ქუთაისის საკრებულოსთან მაშინ დააკავეს, როდესაც მან სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა.

კომენტარები