დღეს ქუთაისში, სასტუმრო “არგოში” მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
გამოფენა დედაენის დღეს ეძღვნება.
“14 აპრილი დედაენის დღეა. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ყველასათვის საყვარელი მხატვრის, “დედაენის” ილუსტრატორის, ქალბატონი ნინო ჩაკვეტაძის პერსონალურ გამოფენას”, – წერია სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე.
გამოფენა 14 აპრილს, 17:00 საათზე ქუთაისში, გ. ტაბიძის #51-ში გაიმართება.
კომენტარები