ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე არასრულწლოვნები მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ.
ადგილობრივები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მოზარდებმა გასულ ღამეს, კერძო საკუთრებაში შეღწევა ორჯერ სცადეს.
ქუთაისში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ და სხვადასხვა ფაქტს იხსენებენ, რომ როდესაც კომერციული ობიექტები გაიქურდა.
“დღე არ გავა, რომ ან ტელევიზორში არ გამოაცხადონ, ან ინტერნეტში არ გავრცელდეს, რომ ქუთაისში მაღაზია გაქურდეს. რა ხდება, სად ვცხოვრობთ, ან რომელი წლები დაბრუნდა?! ჯართში ჩაბარებულ გისოსებს, ხალხი ისევ უკან აბრუნებს და ფერად ვიტრინებს, რკინის გისოსებში ვსვამთ”, – აცხადებს ადგილობრივი ნინელი მაისურაძე.
კომენტარები