ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართა. ავტომობილის მეპატრონეებმა საქართველოსა და ევროკავშირს დროშებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორების თქმით, მოსახლეობამ არჩევანი ოლიგარქსა და ევროპას შორის უნდა გააკეთოს.
ქუთაისელების თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს.
კომენტარები