მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს”

“ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს”

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ The Guardian წერს.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების ეტაპზე გადავა.

ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები დღეს შეიკრიბნენ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს განიხილავენ.

განხილვის შემდეგ, გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომლის რეკომენდაციებიც ევროკავშირის ლიდერებს გაეგზავნებათ დეკემბერში, საბოლოო ხელმოწერისთვის.

დღეს გამოცემა Politico-მაც 2 ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების რეკომენდაციას გასცემს.

კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაცია დღეს, 15:00 საათზე გახდება ცნობილი.

კომენტარები