საფეხბურთო კლუბების „დინამოსა“ და „გაგრას“ შემდეგ საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე პოსტს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონიც“ აქვეყნებს.
“ევროპა ჩვენი არჩევანია“ – წერს კლუბი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
კომენტარები