მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ევროპა ჩვენი არჩევანია!” – საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”

“ევროპა ჩვენი არჩევანია!” – საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”

“ევროპა ჩვენი არჩევანია!” – ამ შინაარსის ფოტო აიტვირთა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალურ გვერდზე.

საფეხბურთო კლუბი ღია მხარდაჭერას უცხადებს ევროპას.

იმერეთის რეგიონში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ამ ეტაპზე ერთადერთი კლუბია, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ევროპის მხარდამჭერი პოსტერით გამოეხმაურა.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიციირდება.

კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

კომენტარები