მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ელეონორა არჩაია – მჯერა, ერთიანი ძალებით შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა უკეთესობისკენ

ელეონორა არჩაია – მჯერა, ერთიანი ძალებით შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა უკეთესობისკენ

პოლიტიკური გუნდის “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები ქუთაისში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებენ.

პარტიის წევრების თქმით, შეხვედრებზე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში არსებული საკითხები განიხილება, ასევე მსჯელობენ სამომავლო გეგმებზე.

მორიგ სამუშაო შეხვედრაში ქუთაისის საკრებულოში პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ელეონორა არჩაიამ, პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა თავაძემ და ქუთაისის წარმომადგენელმა კახა ნურალიძემ მიიღეს მონაწილეობა.

“მოხარული ვარ და მჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა უკეთესობისკენ”, – აცხადებს ელეონორა არჩაია.

კომენტარები