მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ელეონორა არჩაია – ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა, მოხუცებს ღირსეული სიბერე შევუქმნათ, ჩემი მთავარი საზრუნავი თქვენ ხარ

ელეონორა არჩაია – ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა, მოხუცებს ღირსეული სიბერე შევუქმნათ, ჩემი მთავარი საზრუნავი თქვენ ხარ

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ადგილობრივი ლიდერი ელეონორა არჩაია, დღევანდელ დღეს ყველა მოხუცს ულოცავს.

პოლიტიკოსის თქმით, აუცილებელია  ყველა ხანდაზმულს ღირსეული სიბერე ჰქონდეს.

ელეონორა არჩაიას თქმით, აუცილებელია ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები პირებზე, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება გამოიჩინოს.

“1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა მოხუცებს ღირსეული სიბერე შევუქმნათ, ამ მიზნისთვის კი აქტიურად მუშაობაა საჭირო.

ჩემთვის, ქუთაისის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარების პრობლემები კარგად ნაცნობია. მათთან სტუმრობისთვის კონკრეტული თარიღი არ მაქვს დაწესებული. ვცდილობ ყოველთვიურად ვესტუმრო, მოვეფერო, მცირედით გავახარო ჩვენი მოხუცები. სამწუხაროა, რომ დღეს რთულ  პირობებში უწევთ ცხოვრება და ხელისუფლება სათანადოდ არ ზრუნავს მათზე, მაგრამ მჯერა მალე  ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.

მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი თქვენ ხართ. ყველა მოხუცს ვულოცავ ამ დღეს, ვუსურვებ ბედნიერ, ლაღ და მშვიდ ხანდაზმულობას. მინდა, რომ თქვენ თვალების სევდა ბედნიერებამ შეცვალოს”, – განაცხადა ელეონორა არჩაიამ.

კომენტარები