იუსტიციის სახლის განმარტებით, ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის.
“გაააქტიურე ციფრული კოვიდ-პასპორტი.
ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარაა.
გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.
აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდ-ბარათის ქონა საჭირო აღარ არის.
აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:
ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს
უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს
თქვენი ინფიცირების სტატუსს.
აპლიკაციის გადმოსაწერას გამოიყენეთ ლინკები:
iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048
Android https://play.google.com/store/apps/details…“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
კომენტარები