“ემიგრანტის ისტორია”- ამ სახელწოდებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge ახალ რუბრიკას იწყებს.
ადამიანები, რომლებსაც საკუთარმა სახელმწიფომ ვერ უპატრონა და იძულებული გახადა სამშობლო და ოჯახები დაეტოვებინათ, infoimereti.ge-ს მკითხველს მის ისტორიას უამბობენ.
კვირაში ერთხელ მკითხველი კონკრეტული ემიგრანტის თავგადასავალს წაიკითხავს, თუ რატომ გახდა იძულებული, დაეტოვებინა საკუთარი ოჯახი, ქალაქი, ქვეყანა და საზღვარგარეთ წასულიყო.
ემიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ელემენტარული შემოსავლის მიღების იმედით საზღვრებს მიღმა 2 მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდა.
ამ საგანგაშო სტატისტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უკიდურესი ეკონომიკური კრიზისია.
მსოფლიო მასშტაბით საქართველო იმ ქვეყნების სიაში ლიდერ პოზიციაზეა, რომელთა მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით სამშობლოს ტოვებენ.
თუ გსურთ, საკუთარი ისტორია ფართო საზოგადოებას გააცნოთ, მოგვწერეთ ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-ს ფეისბუქგვერდზე
კომენტარები