ქუთაისში 26 წლის ნიკა თანდიაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“გარდაიცვალა ემიგრანტის დედისერთა შვილი. გლოვობს ჩემი ქუთაისი, საფიჩხია, 26 წლის ნიკა თანდიაშვილი. ის 13 მაისს გახდებოდა 27 წლის. საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ. მონატრებულმა შვილმა მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა. წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს”, – წერს შოთო სიხარულიძე.
კომენტარები