მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაშია, განიცდის იმ საშინელ ტრაგედიას, რომელიც გუშინ მოხდა”

“ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაშია, განიცდის იმ საშინელ ტრაგედიას, რომელიც გუშინ მოხდა”

ქუთაისში მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ძალიან განიცდის.

“მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაშია, განიცდის იმ საშინელ ტრაგედიას, რომელიც გუშინ მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, რაც სიმართლე არ არის. მან პირველივე შემხვედრ პატრულს მისი დანაშაულის შესახებ უამბო”, – განაცხადა ადვოკატმა გოგიტა გოგლიჩიძემ.

კითხვაზე მართავდა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით, ადვოკატმა განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

15 თებერვალს ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

კომენტარები