მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ენდობით პუტინს? – ღარიბაშვილის პასუხი

ენდობით პუტინს? – ღარიბაშვილის პასუხი

ენდობით პუტინს? – ამ შეკითხვით მიმართა კატარის ეკონომიკური ფორუმის წამყვანმა პრემიერ ღარიბაშვილს, მას შემდეგ რაც მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ნატოში მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ უნდა გაწევრიანდეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხს თავი აარიდა და ილაპარაკა იმაზე, რომ ბოლო 30 წელში საქართველო სამჯერ გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი, ხოლო 90-იან წლებში, რუსეთი ღარიბაშვილის თქმით, სეპარატისტებს ეხმარებოდა.

“მე დავიწყე საუბარი ჩვენი გამოცდილებით. 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, 30 წლის წინ, ისინი [რუსეთი] ეხმარებოდნენ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს და ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების” საფუძველზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ ფორუმის წამყვანი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა, ენდობა თუ არა პუტინს და მის დაპირებებს:

“ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ”.

კომენტარები