მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ენმ-ის ყოფილმა დეპუტატმა 65 მილიონის ტენდერების მოგების შემდეგ, “ქართულ ოცნებას” 40 000 ლარი შესწირა 

ენმ-ის ყოფილმა დეპუტატმა 65 მილიონის ტენდერების მოგების შემდეგ, “ქართულ ოცნებას” 40 000 ლარი შესწირა 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ მარტში სერგო ხაბულიანმა “ქართულ ოცნებას” 40 000 ლარი შესწირა მას შემდეგ, რაც 65 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.

სერგო ხაბულიანი პარლამენტის ყოფილი წევრია. ის “ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა პარტია და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო.

2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 438,000 ლარი შეწირეს.

შპს „ცეკურმა“ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული.

ცნობისთვის, ორგანიზაცია მიმოიხილავს პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით მიღებულ შემოწირულებებს. წინა კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც მმართველმა პარტიამ 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, ამჯერად შემოწირული თანხა 20-ჯერ ნაკლები იყო.

კომენტარები