Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს იმერეთში კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 77 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 5 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 8 018 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 272 პირი, გარდაიცვალა 3 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.43%.
კომენტარები