მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”

“ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ინფორმაცია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასაჯა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა.

განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები.

რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება”,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები