ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.
გამოცდების დეტალური განრიგი ასეთია:
ქართული ენა და ლიტერატურა:
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი სესია);
3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
მათემატიკა
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
უცხოური ენა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;
ბიოლოგია
14 ივლისი (პირველი სესია);
ისტორია
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
18 ივლისი (პირველი სესია);
ზოგადი უნარები (სომხურად)
18 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
18 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია
19 ივლისი (მეორე სესია);
ქიმია
20 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
20 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
21 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
12 ივლისი (მეორე სესია).
საერთო სამაგისტრო გამოცდა
27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
28 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა:
6 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
6 ივლისი (მეორე სესია)
მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
13 ივლისი (პირველი სესია)
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
მუსიკა;
სპორტი;
14 ივლისი (პირველი სესია)
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;
19 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
19 ივლისი (მეორე სესია)
აზერბაიჯანული ენა;
სომხური ენა;
20 ივლისი (პირველი სესია)
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
კომპიუტერული ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;
21 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
კომპიუტერული ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი;
24 ივლისი
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.
კომენტარები