მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენის გამოცდით დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია, აქედან 3  ქუთაისში – 23-ე, მე-17 და 41-ე  სკოლებშია გაიხსნა.

გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი.

საგამოცდო პროცესი სტუდენტთა საგრანტო კონკურსით გაგრძელდება, გამოცდებისთვის დაახლოებით სამი ათასი აპლიკანტია რეგისტრირებული, მაგისტრანტობის მსურველთა რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს.

საერთო სამაგისტრო გამოცდა 17-18 ივლისს ჩატარდება. პარალელურად ჩანიშნულია საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

კომენტარები