მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლასთან

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლასთან

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული.

“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები