ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რკინის საამქროში დასაქმებულები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული და მათაც არასათანადო პირობებში უწევდათ მუშაობა.
“დღეს ხელებში ერთი კაცი ჩამაკვდა, ელექტრიკი… კონსტრუქციამ, რომელიც გათვლილი უნდა ყოფილიყო თოვლზეც, ქარზეც და ყველაფერზეც, 10 სანტიმეტრიან თოვლს ვერ გაუძლო და როგორც ფურცელი ისე დაინგრა.
წვიმაში ყველა ვსველდებოდით, ქარში კი შენობას შეშები ცვიოდა, უფროსები კი უსაფრთხოების მიუხედავად გვავალდებულებდნენ გვემუშავა. ბიჭებმა თითები მოიჭრეს იმის გამო, რომ ქარმა ამწე წაიყვანა და ვე გააჩერეს. აბსოლუტურად ყველა დეტალი კუსტარულად არის გაკეთებული ელექტრობიდან მოყოლებული ნებისმიერი დაზგა”, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.
ბოლო ინფორმაციით, რკინის საამქროში ჩამონგრევის შედეგად ერთი ადგილობრივი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
კომენტარები