საქართველოში იტალიიდან ერთ თვეში 130 000-მდე გზავნილი შემოვიდა, რაც დაახლოებით 40 000 000 ევრო შეადგენს.
საქართველოს ადამიანები ყოველდღიურად ტოვებენ. იტალია, საბერძნეთი, გერმანია, თურქეთი, ამერიკა – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც წასვლაზე ქართველები არჩევანს აკეთებენ.
ემიგრანტების თქმით, მათ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება საქართველოში არსებული უმძიმესი სოციალური ფონიდან გამომდინარე მიიღოს.
“ქმარი მძღოლად მუშაობს, 20 ლარი ჰქონდა დღეში. მაგრამ ორი სტუდენტი შვილი მყავს, დედამთილი და მამამთილი. 6 სულიანი ოჯახის შენახვა ჩემმა ქმარმა დღეში აღებული 20 ლარით ვეღარ მოახერხა. რა უნდა მექნა, ავდექი და მივიღე უმძიმესი გადაწყვეტილება და წამოვედი იტალიაში. 99 წლის ბებოს ვუვლი, არც ყურში ესმის, თვალებშიც ვერ იყურება, ჩაწოლილია, აქ ყოფნას ყველაფერი მირჩევნია, მაგრამ რა ვქნა”, – აცხადებს იტალიაში მყოფი ემიგრანტი ნათელა ხომასურიძე.
კომენტარები