მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ერთ თვეში საქართველოში საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისგან დაახლოებით 20 მილიონამდე ევრო შემოვიდა

ერთ თვეში საქართველოში საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისგან დაახლოებით 20 მილიონამდე ევრო შემოვიდა

საქართველოში საბერძნეთიდან ერთ თვეში 75 000-მდე გზავნილი შემოვიდა, რაც დაახლოებით 20 მილიონამდე ევროს შეადგენს.

საქართველოს ადამიანები ყოველდღიურად ტოვებენ. იტალია, საბერძნეთი, გერმანია, თურქეთი, ამერიკა – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც წასვლაზე ქართველები არჩევანს აკეთებენ.

ემიგრანტების თქმით, მათ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება საქართველოში არსებული უმძიმესი სოციალური ფონიდან გამომდინარე მიიღოს.

“საბერძნეთი ქართველებით არის სავსე. ათენში ქუჩა არ არსებობს, სადაც ქართველის  ხმას არ გაიგონებ.

ბუნებრივია, ქვეყნის დატოვების მთავარი მიზეზი  უკიდურესი გაჭირვება, უიმედობა და უსამართლობაა”, – აცხადებს ემიგრაციაში მყოფი მირანდა დოლიძე.

კომენტარები