მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ესენი გელათის გამკეთებლები როგორ არიან, გადაჩხაპნილი კედლის მხატვრობა ვერ აღადგინეს”

“ესენი გელათის გამკეთებლები როგორ არიან, გადაჩხაპნილი კედლის მხატვრობა ვერ აღადგინეს”

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობა ისევ შავი წარწერებით გადაღებილია.

შემთხვევა 7 თვის წინ წინ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ტურისტების მთავარი გადაადგილების ადგილი შავი წარწერებით არის დასვრილი.

“რამდენიმე თვეა, შავი საღებავით დასვრილი და განადგურებული ნახატი ვერ აღადგინეს. როგორ შეიძლება ამათმა რაიმე სერიოზული პროექტი განახორციელონ?! ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხი კომფორტსა და ხელფასებში ფულს ვუხდით  იმაში, რომ არაფერი აკეთონ. მერი ისე წავიდა, ეს ვერ აღადგინა. ეს მთავრობა გელათს გადაარჩენს?!  გადაჩხაპნილი მხატვრობა ვერ აღადგინა”, – აცხადებს ადგილობრივი.

ქუთაისში კედლის მხატვრობა შავი წარწერებით  21 იანვარს დასვარეს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში მერიამ განაცხადა, რომ ვანდალიზმი უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ ჩაიდინა.

როდის მოხდება ვანდალიზმის გამოსწორება, უცნობია.

კომენტარები